პირველ აგვისტოს მეტრო ღამის 12 საათამდე იმუშავებს. თბილისის მერიის განცხადებით, მიზეზი უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო მატჩია. ხვალ საფეხბურთო კლუბი თბილისის დინამო აზერბაიჯანის გაბალას შეხვდება. მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე საღამოს ცხრა საათზე დაიწყება.
მერიას თხოვნით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიმართა.
„უეფას ევროპის ლიგის გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის დასრულების შემდეგ, გულშემატკივრებს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონიდან დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში შეუფერხებელი ტრანსპორტირების შესაძლებლობა ექნებათ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მეტროში სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება.
დღეიდან თბილისის მეტროს სამუშაო საათი მცირდება