LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალ პარლამენტში ნონა მამულაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს – რამდენ მანდატს კარგავს ოპოზიცია

50
Untitled design - 2022-11-15T200935.757

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, 16 ნოემბრის სხდომაზე, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნონა მამულაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განიხილავს.

საკითხი სავარაუდოდ ხვალვე გავა პლენარულ სხდომაზე კენჭსაყრელად.

მამულაშვილი პარლამენტიდან და ასევე პარტიიდან საკუთარი გადაწყვეტილებით წავიდა.

როგორც მამულაშვილმა განმარტა, მეათე მოწვევის პარლამენტი ყველაზე სამარცხვინო პარლამენტია დამოუკიდებლობის ისტორიაში. რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობას”, მისი შეფასებით, პარტია დიდი ხანია დაიცალა პოლიტიკისგან, ხოლო სისტემური პრობლემები სიახლის და გაჯანსაღების შესაძლებლობას არ იძლევა.

აღსანიშნავია, რომ ნონა მამულაშვილისთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის შემდეგ, პარლამენტში მისი ადგილმონაცვლე ვერ შევა, რადგან საპარლამენტო ოპოზიციის, მათ შორის პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სია გაუქმებულია. ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა“ მეოთხე მანდატს, საპარლამენტო ოპოზიცია კი ჯამში რვა მანდატს კარგავს.

ნონა მამულაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ მისი მანდატიც გაუქმდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g