ხვალ საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ერთმანეთს პოლიტიკური მოძრაობა „წინ“-ის ლიდერი ემანუელ მაკრონი და „ეროვნული ფრონტის“ ლიდერი მარინ ლე პენი დაუპირისპირდებიან.
ფრაგული მედია ვარაუდობს, რომ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობა შესაძლოა ყველაზე დაბალი იყოს.
საფრანგეთის რიგით მე-11 საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 23 აპრილს გაიმართა.