LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალ საქართველოში ნაციონალურ ბრენდებს დააჯილდოვებენ

236
43

საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი“ 2019 წლის 26 დეკემბერს 19:00  საათზე, ,,ბილთმორ თბილისში“ წარმოგიდგენთ ნაციონალური ბრენდების დაჯილდოებას.

ქართული ბრენდის დღესაზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტოპროფილისწარმატებული პროექტია. 17 წელი ქართული ბიზნესის გვერდით! ქართული კულტურის გვერდით!

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული ბრენდების ფორმირება-პოპულარიზაციას, როგორც უცხოეთში, ისე საქართველოში.  ამ პროექტის არსებობის მანძილზე, ქართულ ბაზარზე გამოჩნდა და წარმატებით საქმიანობს მრავალი კომპანია, რომლებმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს. ამასთან, არაერთი ქართული ახალი ბრენდისთვის გახდა სტარტი ქართული ბრენდის დღის ჯილდო. ამასობაში, „ქართული ბრენდის დღე“ თავად იქცა ბრენდად და უკვე საქართველოს ფარგლებსაც გასცდა – იტალიაში,  ამერიკაში ორი წელია პომპეზურად აღინიშნება.

,,ქართული ბრენდის დღერომ ერთერთი ინოვაციური და აღიარებული პროექტია, ამას ადასტურებს მასში მონაწილე კომპანიების სიმრავლე, მხარდამჭერები, სპონსორები, საზოგადოებრივი აზრის ლიდერები და მედიაგამოხმაურებები.

 ,,ქართული ბრენდის დღე“ კომპანიებს 7 ძირითად ნომინაციაში ავლენს:

  • ლიდერი;

  • რეპუტაცია და ნდობა;

  • წარმატებული ახალი ბრენდი;

  • წარმატებული ტელეპროექტი;

  • წარმატებული საერთაშორისო პროექტი;

  • წარმატებული ინვესტიცია;

  • ბრენდ-პერსონა;

ბრენდების დაჯილდოების ყოველწლიური კონკურსი მრავალ ქვეყანაში პოპულარობით სარგებლობს და ყველგან წარმატებულია. სწორედ, ამ ფაქტმა უბიძგა პროექტის ავტორებს, საქართველოშიც დაემკვიდრებინათ  ბრენდების დაჯილდოების ეროვნული დღესასწაული.

ქართული ბრენდის დღეს“ 2003 წელს ჩაეყარა საფუძველი. მაშინ, როცა ჩვენი ქვეყანა უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. პირველი ღონისძიება სალონური ტიპის გახლდათ და მხოლოდ ღვინის მწარმოებელი კომპანიები მონაწილეობდნენ. „ქართული ბრენდის დღე“ ყოველწლიურად ვითარდება და ფართო მასშტაბებს იძენს.

პროექტის არსებობის მანძილზე 700-მდე წარმატებული  კომპანია, სხვადასხვა სახის პროექტი, ცეკვისა და სიმღერის გამორჩეული ანსამბლები და პიროვნებები დაჯილდოვდნენ.

წლევანდელი დაჯილდოების ცერემონიალზე წარმოდგენილია 30-მდე წარმატებული  კომპანია, რამდენიმე საუკეთესო პროექტი და გამორჩეული პიროვნება, რომლებსაც სხვადასხვა ნომინაციაში გადაეცემათ შესაბამისი დიპლომი და  სპეციალური  პრიზი. განსაკუთრებით ამაღელვებელია წლის ბრენდ-პერსონის გამოვლენა. ბრენდ-პერსონის ნომინაციაში სხვადასხვა წლებში დაჯილდოვდნენ: ნანი ბრეგვაძე, ბუბა კიკაბიძე, ლეილა აბაშიძე, ჯამლეთ ხუხაშვილი, პაატა ბურჭულაძე, კახი კავსაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, გივი ბერიკაშვილი, მურმან ჯინორია, რობერტ სტურუა, გურამ დოჩანაშვილი, ელდარ შენგელაია…

მანანა გეგიძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტოპროფილისდამფუძნებელი, გენერალური დირექტორი: როცა პროექტზე დავიწყეთ მუშაობა, სიტყვა „ბრენდი“ იმდენად უცხო იყო საზოგადოებისთვის, რომ მისი მნიშვნელობის ახსნა ხშირად გვიწევდა… მას შემდეგ ათეული წელი გავიდა, ქართულ სინამდვილეში გაჩნდნენ ახალი კომპანიები, დაიწყეს დამკვიდება ბაზარზე და ბრენდად ჩამოყალიბების ეტაპების გავლა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართულმა ბრენდებმა შიდა და გარე ბაზარზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. ქართული ბრენდების სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვება, წლის პრესტიჟული ჯილდო გახდა,  ხოლო „ქართული ბრენდის დღე“ – ნაციონალურ დღესასწაულად იქცა.  „ქართული ბრენდის დღე“ უკვე 17 წლისაა და დამეთანხმებით, რომ ეს მთელი ეპოქაა. მასზე სხვადასხვა თაობები გაიზარდნენ. „ქართული ბრენდის დღე“ თავისი არსით, შინაარსით  განსხვავებულია, ის არა მარტო ბიზნესის, არამედ ჩვენი ქვეყნის ერთგვარი მაჯისცემაა. ჩვენ წლის ბოლოს ყველა მოვლენას ავსახავთ, რაც კი საქართველოს შოუ-ბიზნესში, კულტურულ ცხოვრებაში, მეცნიერებასა და რაც მთავარია, ბიზნესში ხდება.

ელგუჯა მარღია, საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტოპროფილისდამფუძნებელი, საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელი: ჩვენი დიდი მონდომებისა და ძალისხმევის შედეგად, „ქართული ბრენდის დღე“ ერთ-ერთ წარმატებულ პროექტად ჩამოყალიბდა. მისი დაარსებისკენ მსგავსი კონკურსების გამართვის მსოფლიო ტრადიციამ გვიბიძგა; თუმცა პროექტი არ არის რომელიმე ღონისძიების კალკი. ის სავსებით მორგებულია ქართულ რეალობას. როდესაც „პროფილი“ დავაფუძნეთ და პროექტზე მუშაობა დავიწყეთ, საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში ინფორმაცია ძალიან მწირი იყო, შესაბამისად, პიარტექნოლოგიებზე მოთხოვნაც, დღევანდელ რეალობასთან შედარებით, თითქმის უმნიშვნელო გახლდათ. ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ პროექტის იმიჯისა და რეპუტაციის ასამაღლებლად. გვჯერა, რომ ჩვენი პროექტი ხელს უწყობს ჯანსაღ კონკურენციას, ბაზარზე კომპანიების სწორ პოზიციონირებას და მთელი წლის საქმიანობის ერთგვარ შეჯამებას წარმოადგენს.

ქართული ბრენდის დღე 2019“-ის პარტნიორები არიან: ამერიკის მეგობართა კლუბი, საქართველო – შვეიცარიის ბიზნეს ასოციაცია, სარეკლამო პოლიგრაფიული საწარმო „ფრანი“, დავით ღვინიანიძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „მსოფლიო ტალანტები“ .

სპონსორები: ჭიპლარის სისხლის ბანკი „ჯეოქორდი“, სასტუმრო  „აივანი“, ესთეტიკური მედიცინის ცენტრი „დერმა“, ბელა მეტრეველის კლინიკა.

საინფორმაციო მხარდამჭერები: მედია სააგენტო „კლიპარტი“, brandnews.ge,  „ინტერპრესნიუსი“, ambebi.ge,  „პრაიმ ტაიმი“, მედიაჰოლდინგი „კვირა“,  რადიო „ფორტუნა“, „ფორტუნა +“, „პირველი არხი“,  „ტელეიმედი “, „რუსთავი 2“,  ტელეკომპანია „პულსი“, ტელეკომპანია ,,მირი”, აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრი, 2020news.ge.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g