LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე ხვალ, შეიძლება, ოპოზიციაში ვიყო ჩემი გუნდით და პარტიით” – რას აპირებს კახა კალაძე

571
75588130-2014096585360434-4432832645235212288-o (1) (1)

დედაქალაქის მერი ოპოზიციის ქმედებებსა და ნაბიჯებს აფასებს და არ გამორიცხავს, რომ ხვალ ოპოზიციაში წავიდეს.

კახა კალაძე, რომელიც დღეს პარტია „ქართული ოცნების” გენერალური მდივანია, ამბობს, რომ  ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც დესტრუქციულ ქმედებებს ახორციელებენ, პოლიტიკური კრიზისი აქვთ. 

აქციაზე ხალხის ნაკლებობაა, რადგან მათ სხვა პრობლემები უფრო აწუხებთ - კახა კალაძის პირველი კომენტარი გუშინდელი აქციის დაშლის შემდეგ (ვიდეო)

კალაძეს თქმით, პარლამეტი გააგრძელებს მუშაობას და მისი ბლოკირების შესაძლებლობა არავის მიეცემა.

„ჩემთვის არ არის მიღებული დესტრუქციული ქმედებები. მე ვფიქრობ, რომ კონსტრუქციულობა არის მნიშვნელოვანი ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

მე დღეს ხელისუფლებაში ვარ, ხვალ შეიძლება ოპოზიციაში ვიყო ჩემი გუნდით, ჩემი პარტიით

მაგრამ არასდროს ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არ წავალთ, არასდროს ვიქნებით დესტრუქციულები. ყოველთვის გამოვდიოდით, გამოვდივართ და გამოვალთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g