LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალ შემოდგომის ბუნიობაა – როგორ შევხვდეთ ამ დღეს?

301
--2023-12-06_14-32-58_033890

ასტროლოგი რამაზ გიგაური აცხადებს, რომ ხვალ, 22 სექტემბერს, თბილისის დროით 22:19 საათზე, მზე სასწორის ზოდიაქოს ნიშანში გადავა და ჩრდილოეთ ნახევარსფეროში შემოდგომის ბუნიობა დადგება.

მისი თქმით, ეს პერიოდი ეზოთერულად წლის ერთ-ერთ „კარიბჭეს“ წარმოადგენს და უკავშირდება როგორც ნაყოფის მიღებას, ისე ზედმეტისგან გათავისუფლებას.

ხვალ, 22 სექტემბერს (თბილისის დროით 22:19 საათზე) მზე სასწორის ზოდიაქოში გადაინაცვლებს.

დადგება შემოდგომის ბუნიაობა (ჩრდილოეთ ნახევარსფეროში).

ეს წლის ერთ-ერთი „კარიბჭეა“ და ეზოთერულად უკავშირდება არა მხოლოდ შრომის ნაყოფის მიღებას (როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით), არამედ ზედმეტისგან გათავისუფლებასაც („რა და ვინ მიშლის ხელს ჰარმონიულად ყოფნაში?“).

სასწორი სიმბოლურად წარმოადგენს დაისს, მზის ჩასვლას, რასაც მოსდევს „შუაღამე“ (ზამთრის მზებუდობა), ამიტომ ადამიანმა უნდა დაუსვას საკუთარ თავს შემდეგი კითხვები:

* არის თუ არა ჰარმონიაა ჩემში?

* რამდენად გაწონასწორებული ვარ?

* ვინ არის ჩემი ალტერ-ეგო („სხვა მე“)?

* რამდენად ჰარმონიული ვარ ჩემი პარტნიორთან?

* რამდენად ჰარმონიულ სოციუმში ვიმყოფები?

* რამდენად სამართლიანი ვარ „გარეთ“ (სხვებთან) და „შიგნით“ (ჩემს თავთან)?

* რა შემიძლია შევცვალო ჩემში, რომ უფრო მშვიდი, გაწონასწორებული და ჰარმონიული გავხდე?

* როგორ შემიძლია დავეხმარო ჩემს პარტნიორს?

* რა შემიძლია გავაკეთო იმ სოციუმის განვითარებისთვის, სადაც ცხოვრება მიხდება?

ეს და მსგავსი კითხვები უკავშირდება ამ დღეს.

გისურვებთ წარმატებულ თვითრეფლექსიას!

და ბოლოს, რა თქმა უნდა გილოცავთ ხვალინდელ დღეს სასწორის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს! ❤

P.S. კარგი ჰო, მთვარით, ასცენდენტით და სტელიუმით სასწორებსაც”,-წერს რამაზ გიგაური.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g