ხვალ, 7 ნოემბერს ერეკლე მეფის დაბადებიდან 302 წლისთავს აღნიშნავენ.
ბატონის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე ეწყობა თემატური პავილიონები, სცენა და დეკორაციები.
ორგანიზატორები სტუმრებს შემეცნებით და გასართობ აქტივობებს ჰპირდებიან. გამოავლენენ საპატიო თელაველებსაც.
ერეკლეობა თელავში ამ მასშტაბით 2 წელია არ გამართულა.