LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალ უშიშროების საბჭოს სხდომას მამუკა ბახტაძეც დაესწრება

86

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას საქართველოს პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე დაესწრება. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში დაადასტურეს.

ეს იქნება უშიშროების საბჭოს პირველი სხდომა, რომელსაც ბახტაძე პრემიერმინისტრის რანგში პირველად დაესწრება.

სხდომა ხვალ, 6 ივლისს, 19:30 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართება.

დღის წესრიგით გათვალისწინებულია ნატო- ბრიუსელის 11-12 ივლისის სამიტისთვის მზადების პროცესში საქართველოს ხელისუფლების კოორდინაციასთან დაკავშირებული საკითხებისა და ქვეყნის თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების პროგრესის განხილვა.

4 ივლისს, ნატოს სამიტამდე საქართველოში მომუშავე 49 არასამთავრობო ორგანიზაციამ ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს მხარდაჭერისთვის მიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g