LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინმა უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვია

89
1

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დღეს რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომას გამართავს.

რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ რუსულ მედიას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვი უდასტურებს.

“ეს არის დიდი უსაფრთხოების საბჭო”, – აცხადებს პესკოვი.

ჟურნალისტების კითხვაზე – რა ფორმატით ტარდება სხდომა და იყო თუ არა ის გადაუდებელი, პრესმდივანი აცხადებს, რომ ეს არ იყო რეგულარული შეხვედრა, თუმცა მას შეხვედრის დღის წესრიგზე არ უსაუბრია.

პესკოვის განცხადებითვე, დღეს ვლადიმერ პუტინს რამდენიმე საერთაშორისო სატელეფონო ზარი აქვს დაგეგმილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები