შრომის ინსპექციამ სასტუმრო „ვინოტელი”, სადაც რუსი ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი და მასთან ერთად რუსეთიდან ჩამოსული პირები ვახშმობდნენ 10 000 ლარით დააჯარიმა.
“შრომის ინსპექცია ზედამხედველობას ახორციელებს დადგენილებით აკრძალურ ქმედებაზე. შესაბამისად, ობიექტი 10 000 ლარით დაჯარიმდა. შრომის ინსპექცია ადამიანებს არ აჯარიმებს. აკრძალული საქმიანობისთვის კი, ობიექტი დაჯარიმდა,”- აცხადებს შრომის ინსპექციის წარმომადგენელი.
ამ დროისთვის პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა სასტუმროს რესტორნის ტერიტორია დატოვეს.