საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ხვალ გარკვეული რეგულაციების შემოტანაზე ისმჯელებენ, თუმცა პრემიერი აღნიშნავს, რომ “ჩაკეტვებით ეპიდემიას ვერ დავამარცხებთ, შეიძლება გავწელოთ პროცესი, მაგრამ პანდემიის დამარცხება შეგვიძლია მხოლოდ ვაქცინით და აცრებით”.
“ხვალ ვიმსჯელებთ გარკვეული რეგულაციების შემოტანაზე, როგორიც არის ნიღბების ტარება, მით უმეტეს, შევდივართ რა აქტიურ საარჩევნო ფაზაში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ გარკვეული სტანდარტით ჩავატაროთ არჩევნები. გამოვედი ინიციატივით, რომ ცესკოს შევთავაზეთ, მაქსიმალურად მოკლე დროში, ვაქცინაცია ჩავუტაროთ კომისიის ყველა წევრს, ასევე კანდიდატებს გვსურს, რომ შევთავაზოთ ვაქცინაცია და ყველას ვინც არის ჩართული არჩევნებში, იმისათვის, რომ მართლაც მაღალი სტანდარტით ჩავატაროთ კოვიდისგან დაცული უსაფრთხო არჩევნები,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ფაიზერის ვაქცინით აიცრა და განაცდხადა, რომ პანდემიის დასრულების ერთადერთი გზა ვაქცინაციაა.
მან მოსახლეობას აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.