LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალიდან 11 დიდ ქალაქში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება

285
120535840-4736438933040481-2470680226759177074-o

განათლების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, 4-დან 25 ნოემბრამდე დიდ ქალაქებში სწავლის დისტანციურ რეჟიმში გადასვლა როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებს ეხება.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება ეხება პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს და ეპიდსიტუაციის გამწვავების პრევენციას შეუწყობს ხელს.

„იცვლება სასწავლო პროცესის განახლების გრაფიკი. 4 ნოემბრიდან 25 ნოემბრამდე დიდ ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, აჭარა, გორი, ფოთი, მარნეული და გარდაბანი, სასწავლო პროცესი დისტანციურ ფორმატზე გადავა“, – აღნიშნა ეკატერინე დგებუაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები