LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალიდან 14 ქუჩაზე სამარშრუტო ტაქსები მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდებიან

80

პირველი მარტიდან  14 ქუჩაზე სამარშრუტო ტაქსები ვალდებულები იქნებიან, რომ მხოლოდ გაჩერებებზე გააჩერონ.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით, თქვენ იცით, რომ ჩვენ წელს ახალი ევროპული ტიპის ას ავტობუსს შემოვიყვანთ. ეს, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის, თუმცა, მომდევნო წლების განმავლობაში სრულად მოხდება ჩანაცვლება ახალი ავტობუსების შემოყვანით, ყვითელი ავტობუსები, რომელმაც ყველანაირი რესურსი ამოწურა. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ქვეითების უფლებები მაქსიმალურად უნდა იქნას დაცული,“ –  განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ საპილოტე პროექტი თავდაპირველად შემდეგ ქუჩებზე განხორციელდება:

1. მერაბ კოსტავას ქუჩა;
2. ვაჟა-ფშაველას გამზირი;
3. შოთა რუსთაველის გამზირი;
4. პეტრე მელიქიშვილის ქუჩა;
5. ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი;
6. ვახტანგ გორგასალის ქუჩა;
7. დავით აღმაშენებლის ხეივანი;
8. დავით აღმაშენებლის გამზირი;
9. ილია ჭავჭავაძის გამზირი;
10. ჟიული შარტავას ქუჩა;
11. პეკინის ქუჩა;
12. მარშალ გელოვანის გამზირი;
13. ჯორჯ ბუშის ქუჩა;
14. კახეთის გზატკეცილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები