LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალიდან ავტონაწილებით ვაჭრობა დასაშვები არ იქნება – მთავრობის განმარტება

191
7-1024x683

მთავრობის ადმინისტრაცია ხვალიდან დასაშვები ეკონომიკური საქმიანობების შესახებ დამატებით განმარტებებს აკეთებს. მათი ცნობით, ხვალიდან ავტონაწილებით ვაჭრობა დასაშვები არ იქნება. ავტონაწილებით ვაჭრობა მხოლოდ ონლაინ და ავტოტექმომსახურების გამწევ ადგილას იქნება ნებადართული, თუ ამ მასალის გაყიდვა ავტოტექმომსახურების გაწევის შემადგენელი ნაწილია.

რაც შეეხება ავტოტექმომსახურების დაშვებას, მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, დაშვება გულისხმობს მოტოციკლეტების, მოპედების და ველოსიპედების ტექმომსახურებასაც.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ  ავტოტექმომსახურების ცენტრების და ავტოსამრეცხაოების მიერ სავალდებულოა, დაცული იყოს შესაბამისი წესები (პირბადეები, სადეზინფექციო საშუალებები და ა.შ)

ონლაინ გაყიდვების წესი გავრცელდება სამშენებლო მასალების რელიზაციასთან დაკავშირებითაც. შეგახსენებთ, ხვალიდან ნებადართული იქნება ყველა სახის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, სამშენებლო მასალების წარმოება და სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g