LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალიდან ცხინვალის რეჟიმი დეფაქტო საზღვარს კეტავს

127
tskhinvali

ოკუპირებილი ცხინვალის რეგიონის ხელმძღვანელობა, საქართველოსთან ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარს 2 დღით ჩაკეტავს.

დეფაქტო უწყების განმარტებით, საზღვარი 4 სექტემბრის 20:00-დან 6 სექტემბრის 06:00-მდე ჩაიკეტება. 

"ხალხს აფრთხილებენ, ვისაც წასვლა გინდათ, წადით..." - რუსეთმა ახალგორის "ჩაკეტვის" გადაწყვეტილება მიიღო

ჩემმა ახლობელმა გადაწყვიტა, რომ იქ დარჩეს და შვილები დაიბარა სანახავად, იქნებ ცოცხალი ვეღარც მნახოთ, მე იქ დავრჩები, თქვენ აქო.

მიზეზად ცოდნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სახელდება.

შეგახსენებთ, გუშინ ადგილობრივი მოსახლეობა ავრცელებდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ე.წ. ადმინისტრაციული საზღვარი არა რამდენიმე დღით, არამედ მუდმივად უნდა ჩაკეტილიყო. გუშინვე გაიმართა ტექნიკური შეხვედრა ერგნეთში, რომლის შემდეგაც გაკეთდა ოფიციალური კომენტარები.

სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ირაკლი ანთაძის განცხადებით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში გამართული შეხვედრისას ოსურმა მხარემ არ დაადასტურა, რომ ახალგორის შესასვლელი შესაძლოა, ჩაიკეტოს.

სუს-ის წარმომადგენლის ცნობით, ერგნეთში დღეს გამართული შეხვედრისას ოსურმა მხარემ არ დაადასტურა, რომ ახალგორის შესასვლელი შესაძლოა, ჩაიკეტოს

 

პოპულალურები