LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალიდან დავით გარეჯის ეკლესიები იხსნება – რა შეთანხმებას მიაღწია გახარიამ აზერბაიჯანთან

587
GAXARIA

25 წლიანი მოუგვარებელი პრობლემა და დავით გარეჯის კომპლექსის სადავო ნაწილი – აზერბაიჯანიდან დაბრუნებული პრემიერ-მინისტრი პირველ კომენტარს აკეთებს. 

გიორგი გახარიას თქმით, ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება. 

"ძმურად გადაუწყვეტელი პრობლემები არ არსებობს" - მოაგვარებს თუ არა აზერბაიჯანში გახარია სადავო საკითხს

ილია მეორე გახარიას დავით გარეჯის პრობლემის სასწრაფო წესით მოგვარებას სთხოვს - პრემიერის პირველი ოფიციალური ვიზიტი მეზობელთან.

სამწუხაროდ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არის გარკვეული საზღვრის მონაკვეთები, რომლებიც არ არის დადგენილი, ეს არის ჩვენი პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობა. 

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ბრძანა, რომ ჩვენ გვაქვს ისტორია და გეოგრაფია, რომელიც გვაკავშირებს …

მეგობრებსა და პარტნიორებს გეოგრაფია და ისტორია კი არ ყოფს, არამედ აკავშირებს”, – აცხადებს გახარია. 

დავით გარეჯში აზერბაიჯანელები სასულიერო პირებს არ უშვებენ

შეიძლება ასე ყველამ თავზე გადავლა დაგვიპიროს... რატომ დაიძაბა ვითარება?

პრემიერი იმედს გამოთქვამს, რომ  ნაბიჯ-ნაბიჯ ამ მიმართულებით სერიოზული პროგრესი იქნება, თუმცა რას გულისხმობს პროგრესში, არ დაუზუსტებია.

შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯის კომპლექსის ნაწილზე პერიოულად ექსპერტთა ჯგუფი მუშაობს, რომლებიც საზღვრებს დაადგენენ. მოგვიანებით კი, ყველა ამ ინფორმაციას ორი ქვეყნის ერთობლივი კომისიის სხდომაზე განიხილავენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g