გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დედაქალაქში შესაძლებელია, აღინიშნოს მცირე ნალექი და ნისლი. თუმცა, სინოპტიკოსები ხვალიდან გამოდარებას პროგნოზირებენ.
ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 8-13 გრადუსის ფარგლებში იქნება. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ზოგან შესაძლებელია, აღინიშნოს მცირე თოვლი და ნისლი.აღმოსავლეთ საქართველოში, გასულ დღესთან შედარებით, ტემპერატურა დაიკლებს და ბარში 2-7 გრადუსია ნავარაუდევი.
ხვალ, 18 თებერვალს უკვე აღმოსავლეთ საქართველოშიც გამოიდარებს, 19 თებერვლიდან კი ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში.