LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალიდან საქართველოსა და ქუვეითს შორის ავიამიმოსვლა იწყება

91

საქართველოსა და ქუვეითს შორის პირდაპირი რეგულარული საავიაციო მიმოსვლა იწყება. 11 ივლისს, თბილისის დროით 16:40 საათზე, ელ ქუვეითიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდება ქუვეითის სახელმწიფო ავიაკომპანია Kuwait Wataniya Airways-ის პირველი რეისი.

არსებული ინფორმაციით, Wataniya Airways რეგულარულ რეისებს ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის 11 ივლისიდან 29 ოქტომბრამდე, კვირაში სამჯერ, ყოველ ორშაბათს, სამშაბათსა და პარასკევს, Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შეასრულებს, შესაბამისი ნებართვა კი სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2017 წლის 30 ივნისს გასცა.

აღსანიშნავია, ერომ ავიაკომპანიის პირველი რეისით თბილისს ეწვევიან Wataniya Airways-ის დამფუძნებელი და მფლობელი რაკან ელ ტავაიჯრი და ტურისტული კომპანიებისა და მედია საშუალებების წარმომადგენლების 70 კაციანი დელეგაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g