გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალიდან საქართველოში გამოიდარებს.
როგორც “ფორტუნას” გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების სამმართველოს ხელმძღვანელმა, სვეტლანა ნიორაძემ, განუცხადა, თბილისში ხვალ +7 გრადუსია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა + 10, +15 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლებელია მცირე ნალექი, ჰაერის ტემპერატურა +5, +10 გრადუსის ფარგლებში იქნება.
