LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალიდან, შიმკენტი-ქუთაისი-შიმკენტის მიმართულებით პირდაპირი ფრენა განახლდება

79
zljvbxxvl3opuij4jqngp9wnzysava7iu4tbdk90-2022-03-16_13-35-08_680152

19 მარტიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlysArystan შიმკენტიდან პირდაპირი რეგულარული ავიარეისების შესრულებას განაახლებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შიმკენტი მეოთხე მიმართულებაა, სადაც დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტიდან ყაზახეთში მოხვედრა ხვალიდან, კვირაში ორი სიხშირით – ოთხშაბათსა და შაბათს იქნება შესაძლებელი. შიმკენტი-ქუთაისის მიმართულებით ფრენები ნოემბერში შეჩერდა და ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლოდან კვლავ აღდგება, რაც მიანიშნებს, რომ ავიაკომპანია FlysArystan ქუთაისის აეროპორტში ოპერირებას გააძლიერებს.

FlyArystan დღეისთვის ქუთაისის მიმართულებით ფრენებს ასრულებს ​ატირაუდან, აქტაუდან და დედაქალაქ ნურ-სულთანიდან. ჯამურად, ყაზახეთის მიმართულებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ამ ეტაპზე, ფრენები კვირაში 12 სიხშირით სრულდება. საქართველოს აეროპორტების გაერთანების ინფორმაციით, ავიაკომპანიასთან თანამშრომლობის შედეგად, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, შესაძლოა სიხშირეების რაოდენობა გაიზარდოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g