LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე გადაცემით, „ნაპოლიმ“ „უნიონ ბერლინი“ დაამარცხა

1158
ფორტუნა (6)

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგ ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ სტუმრად „უნიონ ბერლინი“ დაამარცხა.

გოლი ქართველი შემტევის აქტიურობით  გავიდა. 65-ე წუთზე ხვიჩა მარცხენა ფლანგზე მცველს გაექცა და საჯარიმოში შევარდნილმა კარის წინ ჯაკომო რასპადორი მონახა, რომელმაც „ნაპოლი“ დააწინაურა – 1:0.

შეხვედრა ამავე ანგარიშით 0:1 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა.

ამ მატჩის შემდეგ „ნაპოლი“ ჯგუფში 6 ქულით მეორე ადგილს იკავებს, პირველზე კი მადრიდის „რეალია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები