LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვიჩია: აქციის მოთხოვნებს არა, მაგრამ ხალხის მოთხოვნას, საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ, ვუერთდები

280
იაგო (2)

რუსთაველის გამზირზე „შინ ევროპისკენ” აქციაზე  „გირჩის” ლიდერი, იაგო ხვიჩია მივიდა.

„მე აქციის მოთხოვნებს არ ვუერთდები, უბრალოდ ხალხის მოთხოვნას, საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ, ვუერთდები“, – განმარტა ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩიას განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომისა და ტექნიკური მთავრობის არჩევის შესახებ მოთხოვნები „გაუგებარია“.

„რაც მოთხოვნებია დასახელებული ორგანიზატორების მიერ, ის არ მგონია სწორი, მაგრამ ვაპროტესტებ იმას, რომ საქართველოს დასავლურ კურსს საფრთხე შეექმნა და ფაქტობრივად, გაჩერებულია ევროინტეგრაციის პროცესი.

არცერთ მოთხოვნას არ ვიზიარებ, არც ღარიბაშვილის გადადგომის. თუ ვიცით, რომ ღარიბაშვილი არ არის ქვეყნის რეალური მმართველი, მის გადადგომას არანაირი შინაარსი არ გააჩნია, ღარიბაშვილამდეც პრემიერ-მინისტრები ბევრი გამოვიცვალეთ, ღარიბაშვილიც კი იყო ადრე, მაგრამ ამით არაფერი იცვლებოდა.

შესაბამისად, ეს არ შეიძლება სწორი გზა იყოს ისევე, როგორც ტექნიკური მთავრობის რაღაც იდეა, რომელიც გაუგებარია იმიტომ, რომ ასეთ ხალხს, როგორსაც ახლა გვთავაზობენ, ვეძებთ 30 წელია და ვერ ვიპოვეთ და ახლა როგორ შეიძლება ორგანიზატორებს ჰქონდეთ ამაზე პასუხი?

მგონია, რომ მოთხოვნა უნდა იყოს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და ბუნებრივი ბარიერის მიღება, რაც იყო თავის დროზე და მასთან ერთად ახალი არჩევნების ჩატარება, სხვა არსებულ კრიზისს ვერაფერი განმუხტავს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის შენობასთან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით აქცია – ,,წინ ევროპისკენ” ევროკავშირის, უკრაინისა და საქართველოს ჰიმნებით რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g