LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვიჩია: ჩანაწერში სკანდალური და სასწაული არაფერია, ადამიანები ვართ და პირადი საუბარი შეიძლება იყოს გაბრაზებული, მით უმეტეს, არავინ იცის, რა და როგორ არის დამონტაჟებული

164
ფორტუნა

ჩანაწერში სკანდალური და სასწაული არაფერია, ადამიანები ვართ და პირადი საუბარი შეიძლება იყოს გაბრაზებული, მით უმეტეს, არავინ იცის, რა და როგორ არის დამონტაჟებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ჩანაწერები ჯერ კიდევ პოლიტიკური ბრძოლის მეთოდად გამოიყენება.

„ჩემი აზრით, ეს ჩანაწერი არაფერს აჩვენებს იქიდან გამომდინარე, რომ ორი ადამიანის პირადი საუბარი, რომელიც შეიძლება მესამე გაბრაზებულ ადამიანზე იყოს, არავის გაგვიკვირდება.

ადამიანები ვართ და პირადი საუბარი შეიძლება იყოს გაბრაზებული, არა გაბრაზებული, ასეთ და ისეთ ხასიათზე ნათქვამი და მისი სერიოზულად განხილვა, როგორც პოლიტიკური პოზიციის, აბსურდია. ამ ჩანაწერში სკანდალური და სასწაული არაფერია მაშინაც კი, ეს ჩანაწერი ნამდვილი რომ იყოს, მით უმეტეს მაშინ, როცა არავინ იცის, რა და როგორ არის დამონტაჟებული. მნიშვნელობა არ აქვს “ნაცმოძრაობა” აკეთებს ამას თუ ხელისუფლება, სამწუხაროა, რომ ჩანაწერები ჯერ კიდევ პოლიტიკური ბრძოლის მეთოდად გამოიყენება.

ის, რომ ადამიანისთვის სახელის გატეხის მიზნით, არასათანადო მტკიცებულებებით გარკვეულ ცნობებს ვავრცელებდეთ, არასწორია”, – განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ვრცელდება ჩანაწერი, რომლის ავთენტიკურობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.

გავრცელებული ჩანაწერების თანახმად, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.

ხატია დეკანოიძე: ჭაობი და ამაზრზენია იმის გავრცელება, რაც ვრცელდება – ჩემთვის ეს არის ის, რისთვისაც ვებრძვი ივანიშვილს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g