LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვიჩია: „ჯერჯერობით ხალხის მოტყუებას გააგრძელებენ, რადგან გახარიას და დანარჩენებს გაუჭირდებათ თქმა, რომ პარლამენტში შესასვლელად ემზადებიან – ვერ იტყვი, რომ ხალხმა არ დაიმსახურა, რადგან იაფფასიანი პროპაგანდით თუ გატყუებენ, ცოტათი ღირსიც კი ხარ“

162
იაგო ხვიჩია

„ხალხის მოტყუებას ჯერჯერობით გააგრძელებენ, რადგან ახლა გახარიას და დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს ძალიან გაუჭირდებათ თქმა, რომ პარლამენტში შესასვლელად ემზადებიან“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა ხალხი იაფფასიანი პროპაგანდით მოატყუეს.

გიორგი გახარია: „მინდა ვთხოვო ჩვენს ქვეყანაში აკრედიტებულ ელჩებს, არ დაესწრონ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, რათა „ქართულ ოცნებას“ მანიპულირების და სპეკულირების შესაძლებლობა არ მისცენ“

„ხალხის მოტყუებას ჯერჯერობით გააგრძელებენ, რადგან ახლა გახარიას ძალიან გაუჭირდება თქმა, რომ პარლამენტში შესასვლელად ემზადება. დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებსაც ძალიან გაუჭირდებათ ამის გაკეთება. გახსოვთ, წინასწარი საარჩევნო კამპანია რა იყო, თუ ჩვენ წავაგებთ, რუსეთი მოვა, თუ ხმა დაიკარგა, პუტინი იჯდება პარლამენტში და ა.შ.

ახლა მოუწევთ ამ პუტინის პარლამენტში თვითონ ჯდომა, აპირებენ კიდეც ამას და ხალხს რაღაც ხომ უნდა უთხრან, რადგან ძალიან ცხადია, რომ ეს ხალხი მოატყუეს თავიანთი იაფფასიანი პროპაგანდით.

მამუკა მდინარაძე: გახარიებმა პატრონებს დაველაპარაკებით და რასაც გვეტყვიანო…შეიძლება ჩვენ შეგვასწრონ პარლამენტში

მამუკა მდინარაძე: გახარიებმა პატრონებს დაველაპარაკებით და რასაც გვეტყვიანო…შეიძლება ჩვენ შეგვასწრონ პარლამენტში

პრინციპში, ვერ იტყვი, რომ ხალხმა არ დაიმსახურა, რადგან იაფფასიანი პროპაგანდით თუ გატყუებენ დაუსრულებლად, ცოტათი ღირსიც კი ხარ ამის, მაგრამ ფაქტია, ხალხი მოტყუებულია. ამათ პარლამენტში შესვლა უნდათ და ყველა ელოდება, რა მოხდება, როგორ გაივლის ეს პროცესი, თორემ შედეგად გაისად ამ დროს ყველა პარლამენტში იქნება და ხალხი – ისევ მოტყუებული“. – აღნიშნა ხვიჩიამ.

შალვა პაპუაშვილი: ყველაფერი აჩვენებს, რომ ოპოზიცია პარლამენტში აპირებს შემოსვლას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g