პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ რადიო “ფორტუნას” გადაცემაში „დღის თემა“ არჩევნების შედეგებზე და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა საკუთარ შედეგებს „გირჩი“ უარყოფითად აფასებს და ამასთან აცხადებს, რომ ოპოზიციას მხარს მეორე ტურის არჩევნებში არ დაუჭერს.
„ძალიან ცუდად ვაფასებთ შედეგებს, ძალიან კრიტიკულად ასე ვთქვათ, ფაქტობრივად, ახლა ჩვენ გადააზრების პროცესში ვართ, თუ სად დავუშვით შეცდომები და რა არის გამოსასწორებელი იმისთვის, რომ მსგავსმა კატაკლიზმებმა, რომლებიც წინასაარჩევნოდ ხდებოდა ვერ იქონიოს გავლენა ჩვენი ამომრჩევლის ნებაზე.
ჩვენ ახლა ჩვენი შიდა საკითხების გარკვევით ვართ დაკავებული, ფიზიკურად ვეძებთ იმ პრობლემებს, რომლებმაც ამ შედეგამდე მიგვიყვანა და არც გვგონია ადეკვატური მოვუწოდოთ ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის.
რაც შეეხება „ფორტუნას“ კითხვას კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით, იაგო ხვიჩიამ განმარტა:
„კოალიციურ მთავრობას ზოგადად არაფერს არ ვერჩით, ჩვენც ამისთვის ვიბრძოდით, უბრალოდ ამ სიტუაციაში, ამ მოცემულობაში არ მიგვაჩნია, რომ შესაძლებელია ოპოზიციური კოალიციის გაკეთება. უბრალოდ, ფიზიკურად ეს არ გამოვა ჩემი აზრით.“-აღნიშნა ხვიჩიამ.
იაგო ხვიჩიამ „ფორტუნას“ ეთერში ღარიბაშვილის გზავნილებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ სააკაშვილის ჩამოსვლა „ოცნების“დაგეგმილი „სპეც ოპერაციაა“.
ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ღია წერილს ავრცელებს
„მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლას ჩვენ ვაფასებთ, როგორც „ქართული ოცნების“ სპეცოპერაციად ამომრჩევლის ნების გასაბათილებლად.
მათ აუფრიალეს თვალწინ საქართველოს მოსახლეობას სააკაშვილი, შეაშინეს და ამით იმოქმედეს ამომრჩევლის ნებაზე.
ჩვენ ამ პრიზმიდან ვუყურებთ ამ საკითხს და მიგვაჩნია, რომ ეს ამბავი იყო მოწყობილი სპექტაკლი.
რათა წარმოეჩინათ, რომ ქვეყანაში არსებობს 2 ძალა – მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი და ის, რომ არასოდეს არაფერი არ შეიცვლება.“-აღნიშნა იაგო ხვიჩიამ რადიო „ფორტუნას“ ეთერში.
კობახიძე: 2024 წლამდე საქართველოში კოალიციური მთავრობა არ იქნება