LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვიჩია: „ვფიქრობ, დიდი ხნის განმავლობაში აქციები ამ ფორმით ვერ გაგრძელდება.. პოლიტიკური პარტიების სათავეებთან გამოჩენა ქართველ ხალხს ცუდად აქვს დაცდილი“

165
იაგო ხვიჩია

„არ შეიძლება, რომ აქცია თანდათან პოლიტიკური ხდებოდეს და მის სათავეში პოლიტიკური პარტიები იყვნენ“, – აცხადებს პარტია „გირჩის“ დეპუტატი იაგო ხვიჩია და პარლამენტთან მიმდინარე კანონპროეტქის საწინაარმდეგო აქციებს აფასებს.

როგორც იაგო ხვიჩია აღნიშნავს, აქციები, ამ ფორმით დიდი ხნის განმავლობაში ვერ გაგრძელდება.

ზურაბ ჯაფარიძე: „ათობით ათასი ქუჩაში გამოსული გაბრაზებული ადამიანი, რომლებმაც ყველას დაანახეს რომ მზად არიან ფიზიკურად დაიცვან ამ ქვეყნის, თავისუფალი მომავალი – ეს ქვეყანა არ გარუსდება“

„ჩემი აზრით, რა კანონიც იყო, საქართველოს ხელისუფლებამ ის პასუხი გუშინ ქართველი ხალხისგან მიიღო. უბრალოდ, მე ვფიქრობ, დიდი ხნის განმავლობაში ამ ფორმით აქციები ვერ გაგრძელდება, გამომდინარე იქიდან, რომ მისი ორგანიზატორები, „ენჯეო“ სექტორი თავისი პროფილით შეზღუდულები არიან.

ზოგადად, არ შეიძლება, რომ აქცია თანდათან პოლიტიკური ხდებოდეს და მის სათავეში პოლიტიკური პარტიები იყვნენ. იცით, რომ პოლიტიკური პარტიების სათავეებთან გამოჩენა ქართველ ხალხს ცუდად აქვს დაცდილი და ზოგადად, ისე ჩნდებიან, რომ შემდეგ ხალხი იშლება.

ამიტომ, მე მგონია, რომ რაც შეიძლება „ენჯეო“ სექტორმა ყველაზე კარგი გააკეთოს, არის ის, რომ დააორგანიზოს პოლიტიკოსების საჯარო დებატები და ერთმანეთთან შეხვედრები. იმისათვის, რომ ხალხის თვალწინ იგრძნობოდეს ის პოზიციები და დაპირებები, რომელსაც ოპოზიცია და სხვადასხვა პოლიტიკური ძალა შეასრულებდა იმ შემთხვევაში, თუ ის არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში იქნებოდა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

პოპულალურები