ხვნა-თესვის ბარათები წელს ისევ დარიგდება. მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტზე მთავრობამ იმსჯელა.
მთავრობის განკარგულებით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა დაზუსტებული მონაცემების სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის მიწოდება და ხვნის ბარათების ბენეფიციარებზე დარიგება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს დაევალათ; კონტრაქტორი კომპანიების მიერ ხვნის სამუშაოების შესრულების კოორდინაცია კი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს.
პროექტი „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქვეპროგრამიდან „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის ღონისძიებები“ ფინანსდება. ამისათვის ბიუჯეტში 50 მილიონი ლარია გათვალიწინებული.