LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Kia-მ ახალი მოდელის სახელი მოიფიქრა: რა ვიცით სიახლის შესახებ

113
kia

Kia იდუმალ სიახლეს სახელად Clavis-ს ამზადებს. მოდელის შესახებ ჯერ-ჯერობით ბევრი ინფორმაცია არ არსებობს. ცნობილია, რომ Clavis პირველ რიგში ინდური ბაზრისთვის იქნება აგებული და დიდი ალბათობით აგრესიულ დიზაინს მიიღებს. პორტალი Autocar India ვარაუდობს, რომ ეს იქნება მცირე ზომის კროსოვერი, რომელიც Sonet-სა და Seltos-ს შორის არსებულ ნიშას დაიკავებს. დიდად სავარაუდოა ასევე ისიც, რომ Clavis-ის უახლოესი ნათესავი Hyundai Exter იქნება და ინდურ ბაზარზე ისიც ამ ზაფხულიდან გამოჩნდება.

Clavis ხელმისაწვდომი იქნება როგორც ტრადიციული შიდა წვის ძრავით, ასევე ჰიბრიდული ვერსიით და დიდი ალბათობით სრულად ელექტრონული აგრეგატითაც. ამასთან, ზემოთ ნახსენები Hyundai Exter ინდურ ბაზარზე მხოლოდ ბენზინის 1,2 ლიტრის მოცულობის აგრეგატით იქნება წარმოდგენილი.

Kia ახალი მოდელის წარმოებას ადგილობრივ ქარხანაში დაიწყებს, დროთა განმავლობაში კი ლოკალური ბაზრით აღარ დაკმაყოფილდება და სხვა ქვეყნებშიც გავა. ინდოეთში მოდელის დებიუტი 2024 წლისთვისაა დაგეგმილი, გაყიდვები 2025 წლიდან დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები