LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Kia–მ ახალი Mohave გამოაჩინა

138
kia

სეულის ავტოსალონზე კომპანია Kia ორ ახალ მოდელს – კროსოვერ Mohave Masterpiece–ს და კომპაქტურ SP Signature–ს გამოიყვანს. ორივე ყველგანმავალი კონცეპტის სტატუსს ატარებს და კორეული ბრენდის ტრადიციულ დიზაინშია შესრულებული.

Mohava–ს მსოფლიო პრემიერა სეულში შედგება. სიახლის მეშვეობით კომპანიას იმის ჩვენება სურს, თუ როგორ იცვლება ტექნოლოგიები და როგორ უნდა მოხდეს სტილისტიკური ადაპტირება, მომხმარებლის მოთხოვნების გათვალისწინება და ბაზარზე საკუთარი ადგილის დაკავება.

რაც შეეხება Kia SP Signature–ს – მოდელი წინა წლის SP–ს ევოლუციაა და Hyundai Creta–ს მთავარი კონკურენტი გახდება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, კროსოვერის თანამედროვე და გამორჩეული დიზაინი ბრენდის სტილისტიკის გამომხატველია. მოდელის საბოლოო ვერსიის პრემიერა 2019 წლის ბოლოსთვის იგეგმება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g