LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”კია მოტორსმა” ზებრაზე გამაფრთხილებელი წარწერები – „დაელოდე მწვანეს“ გააკეთა

160

”კია მოტორს ჯორჯია ” უერთდება საქართველოში ბოლო პერიოდში აქტუალურ საკითხს უსაფრთხო გადაადგილებაზე ქუჩებში და მოუწოდებს როგორც  მძღოლებს, ასევე ქვეითებს მაქსიმალურად ყურადღებით იყვნენ “ზებრა” გადასასვლელებზე.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ”კიას” ინიციატივით თბილისის ქუჩებში “ზებრა” გადასასვლელებზე გაკეთდა გამაფრთხილებელი წარწერები : „დაელოდე მწვანეს“- შუქნიშნებზე და “ზებრა” გადასასვლელებზე, სადაც შუქნიშანი არ არის იქ მეგობრული მოწოდება ქვეითებისთვის – „გადასვლამდე გაიხედე“.

”კიას” ამ წამოწყების მიზანია გაზარდოს უსაფრთხოება “ზებრა” გადასასვლელზე, რისთვისაც სპეციალური სტიკერებიც შექმნა: „გაატარე ქვეითი ზებრაზე“. ყველა  ვისთვისაც მნიშვნელოვანია წესრიგი და საგზაო უსაფრთხოება თავის ავტომობილზე შეუძლია განათავსოს სტიკერი, რომლითაც მოუწოდებს სხვა მძღოლებს არ დაავიწყდეთ ზებრაზე ქვეითის უპირატესობა და აუცილებლად დაუთმონ გზა მას”, – განაცხადეს ”კია მოტორს ჯორჯიაში”.

მათივე ცნობით, 2015 წელს თბილისში საგზაო შემთხვევებისაც დაიღუპა 90 და დაშავდა 3,834 ადამიანი, მათ შორის დაიღუპა 43 და დაშავდა 1,305 ქვეითი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები