LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Kia-ში დაასახელეს მუსიკა, რომელიც ელექტროქარებს სვლის მარაგის დაზოგვაში დაეხმარება

57
kia

კომპანია Kia-მ ჩაატარა მთელი გამოძიება და დაადგინა თუ რამხელა გავლენას ახდენს შერჩეული მუსიკა ელექტრომობილის სვლის მარაგზე. აღმოჩნდა, რომ ეკონომიის საშუალებას იძლევა კლასიკა, მაგალითად ბეთჰოვენის მე-9 სიმფონია. ხოლო სწრაფი ტემპის მქონე კომპოზიციები პირიქით, ელემენტის დაცლას იწვევენ, რადგან მძღოლის ქცევაზე უარყოფითად მოქმედებენ. ყველაზე „არაეკონომიური“ მუსიკა – კანადელი მომღერლის The Weekend-ის Blinding Lights აღმოჩნდა.

საინტერესო ექსპერიმენტის ჩასატარებლად Kia-ს გუნდმა ელექტროქარი EV6 შეარჩია და სხვადასხვა ფლეილისტით მძღოლს ერთი და იმავე მარშრუტის გავლა სთხოვა. ამასთან, მსვლელობის დროს მძღოლის ფიზიკურ მონაცემებს სპეციალური სამედიცინო მოწყობილობა ზომავდა.

აღმოჩნდა, რომ ელექტროქარი ყველაზე ნაკლებ ენერგიას მაშინ ხარჯავს როცა მანქანაში კლასიკური მუსიკა უკრავს, ხოლო შედარებით სწრაფი ტემპი ნამდვილად არ არის მომგებიანი. საშუალო შედეგი აჩვენა მომღერალი ადელის შემოქმედებამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები