LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Kia ახალი მანქანების დიდ ნაწილს უკან გამოიწვევს: ძრავის აფეთქების საშიშროება დიდია

142
Kia

Kia ძრავის აფეთქების საშიშროების გამო ახალი მანქანების დიდ პარტიას უკან გამოიწვევს. ბრენდის ამერიკულმა ფილიალმა წამოიწყო კამპანია, რომელიც 3 ათასამდე მეპატრონეს შეეხება. 2024 წლის კროსოვერს Kia Telluride-ს დეფექტიანი აგრეგატი აქვს. მუშაობის დროს ძრავა შესაძლოა გაფუჭდეს და აფეთქების საშიშროებაც საკმაოდ დიდია. ერთი ასეთი ინციდენტი უკვე მოხდა.

რისკ ჯგუფში მთლიანობაში 2872 კროსოვერია. ეს მოდელები ჩრდილოამერიკულ ბაზარზე 2023 წლის 1-ლი დეკემბრიდან 6 დეკემბრამდე პერიოდში გამოვიდა. ძრავის წყობიდან გამოსვლის ინდიკატორი ცუდი მუშაობაა, უჩვეულო ხმები, პანელზე მინიშნებები.

გასული წლის ნოემბერში Kia-ს ერთ-ერთმა მეპატრონემ დილერს უკვე მიმართა და ის ამტკიცებდა, რომ ძრავა მოძრაობის დროს აფეთქდა. აგრეგატი დაზღვევამ გამოცვალა და ამასობაში ავტომწარმოებელმა დაადგინა, რომ დეფექტი სხვა ასეულობით მოდელსაც ჰქონდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები