LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Kia Telluride-ს ძალიან საშიში დეფექტი აქვს: ავტომობილი შესაძლოა პარკინგიდან დაგორდეს

114
kia

Kia-მ ყველგანმავალი Telluride-ს მეპატრონეები საშიში დეფექტის შესახებ გააფრთხილა. აღმოჩნდა, რომ პარკინგის რეჟიმში გაჩერებული ავტომობილი შესაძლოა მოულოდნელად დაგორდეს და უკვე 16-მდე ასეთი შემთხვევის შესახებაა ცნობილი. ამ მიზეზის გამო Kia-მ მასობრივი უკან გამოწვევის კამპანია დააანონსა: ეს კამპანია 427,4 ათას Telluride-ს მოიცავს, მოდელებს რომლებიც 2020-2024 წლებშია წარმოებული.

აშშ-ს საგზაო უსაფრთხოების ნაციონალური მართვის სააგენტო მძღოლებს აფრთხილებს, რომ პრობლემის მოგვარებამდე ხელის მუხრუჭი გამოიყენონ.

Kia-მ თავისი გამოძიება ჩაატარა და დაადგინა, რომ ტრანსმისიის ზოგიერთი დეტალი ძალიან მალე ცვდება და ამაში დამნაშავეა მომწოდებელი, რომელმაც ქარხანას უხარისხო დეტალები მიაწოდა.

საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ დამუხრუჭებული ავტომობილიც შეიძლება ადგილიდან დაიძრას და უბედური შემთხვევა გამოიწვიოს.

უკან გამოწვევის კამპანიის ფარგლებში ყველა ავტომობილს შეამოწმებენ და საჭიროების შემთხვევაში შეაკეთებენ კიდეც. ყველა ხარჯს ავტომწარმოებელი რაღა თქმა უნდა, საკუთარ თავზე აიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები