51 წლის კიანუ რივზმა კვებითი აშლილობის პრობლემაზე ისაუბრა. მსახიობმა ამ თემაზე ვიდეომიმართვაც ჩაწერა, სადაც აქცენტი ანორექსიასა და ბულემიაზე გააკეთა.
ფილმში „ძვლებამდე“ მონაწილეობამ, რომელიც ეკრანებზე 2017 წელს გამოვა, მსახიობმა კვებითი აშლილობის პრობლემაზე დააფიქრა. მან 9 ძირითადი ფაქტი გაახმოვანა, რომლის ცოდნაც ყველასთვის სასურველია:
- კვებითი აშლილობის მქონე ბევრი ადამიანი ჯანსაღად გამოიყურება, თუმცა ისინი შესაძლოა სერიოზულად იყვნენ ავად;
- ოჯახმა არ უნდა დაადანაშაულოს ავადმყოფი, ის შეიძლება გამოჯამრთელების საუკეთესო დამხმარე გახდეს;
- ეს დიაგნოზი სერიოზულ გავლენას ახდენს ავადმყოფის ოჯახსა და ახლობლებზე;
- კვებითი აშლილობა – არჩევანი არ არის. ეს არის სერიოზული დაავადება, რომელსაც ბიოლოგიური საფუძველი აქვს;
- ეს დაავადება არ არის დამოკიდებული ადამიანის წონაზე, ფიგურის ტიპსა და ფინანსურ მდგომარეობაზე;
- აღნიშნული დაავადება ზრდის სუიციდის შემთხვევებსა და ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს;
- გენები და გარემო დიდ როლს თამაშობს კვებითი აშლილობის განვითარებაში;
- გენეტიკა ვერ დაგიცავთ კვებითი აშლილობისგან;
- სრულად გამოჯანრთელება შესაძლებელია. საჭიროა მისი დროულად აღმოჩენა და სწორი მკურნალობა.
აღსანიშნავია, რომ კვებითი აშლილობით მთელს მსოფლიოში 70 მილიონი ადამიანი იტანჯება. ბოლო დროს კი მისი მსხვერპლი სულ უფრო მეტი ბავშვი ხდება.