LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიანუ რივზმა წიგნი გამოუშვა

110

ტომი ჰილფიგერის, ნაომი კემპბელის, დევიდ დუხოვნისა და სხვა ცნობილი ადამიანების შემდეგ, ლიტერატურულ სარბიელზე ძალების მოსინჯვა კიანუ რივზმაც სცადა. თუმცა მსახიობმა მემუარების წერისგან ამჯერად თავი შეიკავა და პოეზიას დასჯერდა.

კიანუს ავტორობით გამოსულ კრებულს Shadows ჰქვია და ის რივზის მოკლე მელანქოლიური ლექსებისგან შედგება, სადაც მსახიობი ძირითადად ცხოვრების არსზე საუბრობს.

კრებულის დიზაინზე ალექსანდრ გრანტმა იმუშავა. აღსანიშნავია, რომ ეს მათი ერთადერთი თანამშრომლობა არ არის – გასულ წელს მსახიობმა და დიზაინერმა ერთობლივად ასევე კრებული „ბედნიერების ოდა“ გამოსცეს.

12671927_957915317617536_1153571940940616778_o

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები