LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიბო ეს არის ასაკის დაავადება: თბილისი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

492
84597258-155861019198290-3028223501577224192-n (1)

თბილისი კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღეს აღნიშნავს. ღონისძიება სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა. ღონისძიებაზე ერთწლიანი სამუშაო შედეგების და სამომავლო გეგმების პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების მთავარი მიზანი დაავადების მიმართ ცნობიერების ამაღლება და ლეტალური შედეგების პრევენციაა.

თბილისი როგორც „კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ქალაქი“ ამ ღონისძიებას 2019 წელს შეუერთდა და გახდა  საერთაშორისო ორგანიზაციის  წევრი, რომლის ძირითადი მიზანი კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა და დაავადების ადრეული პრევენციაა.

ჩვენ შეგვიძლია… მე შემიძლია – სიმსივნის დამარცხება შესაძლებელია

მედიკოსების ინფორმაციით, კიბოთი დაავადებულთა რაოდენობა გაზრდილია, ასევე მოიმატა კლინიკებში მიმართვიანობამ, თუმცა კიბოს გაზრდილი შემთხვევების მიუხედავად შემცირებულია სიკვდილიანობა, რაც მედიცინის განვითარებას უკავშირდება. ამირან გამყრელიძე კიბოთი დაავადების ზრდის მიზეზად მძიმე ეკოლოგიურ პირობებს და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ზრდას უკავშირებს.

„წლის განმავლობაში ჩვენთან რეგისტრირდება ახალი შემთხვევები 9 000-დან 10 000-ის ფარგლებში, აღრიცხვიანობა ბოლო ხუთ წელიწადში სერიოზულად გაიზარდა მას შემდეგ, რაც კიბოს რეგისტრი დაინერგა დაავადებათა კონტროლის ცენტრში. კიბოთ ავადობა მთელ მსოფლიოში იზრდება და ამის ძირითადი მიზეზი არის ის, რომ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა იზრდება მთელ მსოფლიოში და კიბო ეს არის ასაკის დაავადება და მეორე მთავარი ფაქტორი არის თამბაქო და ზოგადად გარემოს დაბინძურება, ამიტომ ამას უნდა მიექცეს პრევენციისთვის განსაკუთრებული ყურადღება“, – ამირან გამყრელიძე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიას , საქართველოს პაციენტთა კავშირისა და city cancer challenge ფონდს შორის გასული წლის 4 თებერვალს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და ლეტალური შედეგის პრევენციის მიზნით ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში მულტისექტორული აღმასრულებელი კომიტეტი და სამუშაო ჯგუფები შეიქმნა. საწყის ეტაპზე საჭიროებები შეფასდა და სიტუაციური ანალიზი გაკეთდა , რის  შედეგადაც შემუშავდა city cancer challenge თბილისის სამოქმედო გეგმა, რომლის  ძირითადი მიმართულებებია – კიბოს მართვის კუთხით ხარისხის გაუმჯობესება, მულტიდისციპლინური მიდგომის განვითარება, სადიაგნოსტიკო სერვისების გაძლიერება, გაიდლაინებისა და პროტოკოლების შემუშავება, უწყვეტი სამედიცინო განათლების ხელშეწყობა , პაციენტების ინფორმილებულობის დონის ამაღლება და სხვა.

city cancer challenge არის გლობარლური მოძრაობა, რომელიც ემსახურება ქალაქებში კიბოს მზრუნველობის გაუმჯობესებას და ასევე მკურნალობის ახალი მეთოდების გაუმჯობესებას და ხელს უწყობს ქალაქებმა თვითონ განახორციელოს ეს პროექტი.

„სახელმწიფო ონკოლოგიურ პრობლემას აფინანსებს სრულად , გამომდინარე აქედან სახელმწიფოს  აქვს  თავისი პროგრამა, მერიას  აქვს  პროგრამა,  სითი ქენსელ  ჩელენჯი  გვთავაზობს, ზუსტად დღევანდელი  შეხვედრის  ამოცანა  იყო, რომ უახლოესი  თებერვლის  განმავლობაში  ჩვენ  გავაკეთოთ  სკრინინგი და  დავიკავოთ ყველამ ის ადგილი, რომ მთლიანად მოცვა შევძლოთ“, – ზაზა ბოხუა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

მედიკოსების განცხადებით, კიბო სასიკვდილო განაჩენი არ არის და ადრეული დიაგნოსტიკის  შემთხვევაში  დაავადების დამარცხება შესაძლებელია. კიბოსთან ბრძოლის ერთერთი მთავარი გზა ადრეული სკრინინგია. ჩვენ  ქვეყანაში 40-70 წლამდე ასაკის პირთათვის ეს სკრინინგი უფასოა.

„პრობლემა გლობარლურია და ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ადგილობრივად გავაუმჯობესოთ კიბოს მზრუნველობა, განსაკუთრებით კი მკურნალობის და დიაგნოსტიკის სფეროში“, – გვანცა ხიზანიშვილი city cancer challenge თბილისის პროგრამის ხელმძღვანელი.

4 თებერვალს მსოფლიოს ათეულობით ქალაქში მათ შორის ჟენევაში, სტოკჰოლმში, ტოკიოში, ვალენსიასა და სხვა ქალაქებში 50-მდე ღირშესანიშნაობა კიბოსთან ბრძოლის ფერებში განათდება, რასაც წელს თბილისის სატელევიზიო ანძა უერთდება.

magti 5g