ბრიტანელმა მეცნიერებმა მიაგნეს საშუალებას, “აიძულონ” ადამიანის იმუნიტეტი, ეფექტურად ებრძოლოს კიბოს, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ახალი თერაპია კლინიკურად ჯერ არ არის გამოცდილი და მკურნალობა, შესაძლოა, ძალიან ძვირი დაჯდეს. ამის მიუხედავად, მკვლევარები აღმოჩენას კიბოს წინააღმდეგ ბოლო დროის ყველაზე დიდ მიგნებად აფასებენ.
ახალი თერაპიის ძირითადი არსია, გამოიკვლიონ ყველა სიმსივნე ინდივიდუალურად და მოახდინონ იმ ნაწილების იდენტიფიკაცია, რომელზეც მიმართავენ ორგანიზმის იმუნურ სისტემას.
აღნიშნული მეთოდის გამოყენება ადრეც სცადეს, თუმცა აქამდე მეცნიერებმა ვერ შეძლეს კიბოს გენეტიკური სტრუქტურის „სუსტი“ ნაწილების იდენტიფიცირება.
ექიმები ამბობენ, რომ ახალი თერაპია ინდივიდუალური მკურნალობის იდეას სრულყოფილს გახდის.
„ყველა პაციენტისთვის მკურნალობის უნიკალური მეთოდი იქნება შერჩეული,“ – განაცხადა საუნივერსიტეტო კოლეჯის პროფესორმა ჩარლზ სუონტონმა.