LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიბოს სამკურნალო წამალი, შესაძლოა, 2030 წლამდე გამოუშვან – როგორია კოვიდვაქცინის შემქმნელების პროგნოზი

53
biontech (1)

კოვიდვაქცინის შემქმნელი ცოლ-ქმარი იმედს გამოთქვამს, რომ მალე კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატს შექმნიან.

გერმანული კომპანია BioNTech-ის დამაარსებლებმა, უგურ შაჰინმა და ოზლემ ტურეჩიმ Covid 19 პანდემიის დაწყების შემდეგ, Pfizer-თან თანამშრომლობა დაიწყეს, რათა გამოეყენებინათ იგივე მიდგომა Covid-ის ვაქცინის შესაქმნელად.

ახლა ექიმები ფიქრობენ, რომ მელანომის, ნაწლავის კიბოს და სხვა სიმსივნეების მკურნალობის ახალ მეთოდებამდე შეიძლება მივიდნენ.

მათი თქმით, კიბოს ვაქცინები უახლოეს წლებში გამოჩნდება. პროფესორმა ტურეჩიმ BBC-სთან ინტერვიუში აღწერა, თუ როგორ შეიძლებოდა BioNTech-ის კოვიდვაქცინის გულში არსებული mRNA ტექნოლოგიის გადაკეთება ისე, რომ მან იმუნური სისტემა აიძულოს, კორონავირუსული შეჭრის ნაცვლად, კიბოს უჯრედებს შეუტიოს.

პროფესორი შაჰინის თქმით, mRNA-ზე დაფუძნებული კიბოს ვაქცინების პაციენტებზე გამოყენება, სავარაუდოდ 2030 წლამდე იქნება შესაძლებელი.

პროფესორებმა უგურ შაჰინმა და ოზლემ ტურეჩიმ 2008 წელს გერმანული კომპანია BioNTech დააარსეს, რომელიც იკვლევდა ახალ ტექნოლოგიას კიბოს სამკურნალოდ.

BioNTech ამჟამად რამდენიმე ექსპერიმენტს ატარებს, მაგალითად, პაციენტებს უტარებენ პერსონალიზებულ ვაქცინას, რათა აიძულონ მათი იმუნური სისტემა, შეუტიოს დაავადებას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები