LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიდევ ერთი ახალი ჯარიმა-რა ინიციატივა აქვს მთავრობას

1651
?

ფულადი ჯარიმები ინფორმაციის არასწორად გავრცელებისთვის – ყველა, ვინც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევით დაამზადებს ნებისმიერ ნივთს, გამოუშვებს ბეჭდურ გამოცემას, გამოიყენებს,  ქვეყანაში შემოიტანს და გაიტანს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ამსახველ ნებისმიერ საგანს 100 ლარით დაჯარიმდება, თუ იურიდიული პირია-150 ლარით.

ცვლილებების ინიცირება 8 აპრილის ბიუროს სხდომაზე იგეგმება, მისი ავტორები კი საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან. კანონპროექტში ნათქვამია, რომ რეაგირება შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებს დაევალებათ.

უმრავლესობაში ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში ქვეყნის ინტერესების საზიანო პროპაგანდის შემთხვევევი ხშირია, როგორიცაა მაგ. ბეჭდური რუკის ან სხვა საგნების გავრცელება, სადაც  საქართველოს ტერიტორია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიების და ცხინვალის რეგიონის  გარეშეა გამოსახული.

ცვლილებების იდეაც სწორედ ამ გახშირებულ შემთხვევებს უკავშირება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g