გრეტა გერვიგის ფილმის, „ბარბის“ საერთაშორისო წარმატების შემდეგ, ჰოლივუდში სათამაშოების კიდევ ერთ ხაზზე იღებენ ფილმს. ამჯერად მაყურებელი ეკრანზე თოჯინის, Polly Pocket-ის ისტორიას იხილავს. ფილმზე მუშაობა უკვე დაწყებულია და მთავარ როლს ლილი კოლინზი შეასრულებს.
აღსანიშნავია, რომ Polly Pocket-ის ფილმის შემქმნელი, უკვე საკულტოდ ქცეული „ბარბის“ მსგავსად ქალია, სცენარის ავტორი და რეჟისორი ლენა დანჰემია. ცნობისთვის, კოლინზი არა მხოლოდ Polly Pocket-ის პერსონაჟს განასახიერებს, არამედ ფილმის პროდიუსერიც გახლავთ.
ფოტო: ლილი კოლინზი და ეშლი პარკი Glamour-ის გარეკანზე
ფოტო: ბუნებასთან შერწყმული „რალფ ლაურენის“ საქორწინო კაბა – ლილი კოლინზი გათხოვდა