LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კიდევ ერთი მოსამართლის რეაქცია: „სიმართლე სინათლეა“ – თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, მამუკა წიკლაური, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც თეთრიწყაროს და წალკის ელექტრონულ უბნებზე შედეგები გააბათილა“ – ინგა გრიგოლია

232
მამუკა წიკლაური

4 ნოემბერს, თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლემ, ვლადიმერ ხუჭუამ თეთრიწყაროს და წალკის ელექტრონულ უბნებზე საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააბათილა.

თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა – მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საიას სარჩელი დააკმაყოფილა

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა – რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოითხოვეს, ყველაფერი გაუქმდა, დაახლოებით 30 საარჩევნო უბანი – სასამართლომ დაადასტურა, რომ ფარულობა ირღვეოდა

მოგვიანებით, ვლადიმერ ხუჭუას აღნიშნულ გადაწყვეტილებას ასევე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაური. მან არჩევნების შედეგების გაბათილების შესახებ ინფორმაცია „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე გააზიარა და დაწერა: „სიმართლე სინათლეა“.

სიმართლე სინათლეა.

Posted by Mamuka Tsiklauri on ორშაბათი, 04 ნოემბერი, 2024

თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლის ჟესტს სოციალურ ქსელში აფასებს ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია.

„კიდევ ერთი მოსამართლის რეაქცია, თელავის სასამართლოდან. „სიმართლე სინათლეა“ – თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, მამუკა წიკლაური, თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც თეთრიწყაროს და წალკის ელექტრონულ უბნებზე შედეგები გააბათილა“, – წერს ინგა გრიგოლია.

👍👏 კიდევ ერთი მოსამართლის რეაქცია,თელავის სასამართლოდან💬 „სიმართლე სინათლეა“ — თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე,…

Posted by ინგა გრიგოლია on ორშაბათი, 04 ნოემბერი, 2024
magti 5g