LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა – რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოითხოვეს, ყველაფერი გაუქმდა, დაახლოებით 30 საარჩევნო უბანი – სასამართლომ დაადასტურა, რომ ფარულობა ირღვეოდა

188
2024-11-04_22-54-01_038662

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში დაახლოებით 30 უბნის საარჩევნო შედეგები გაუქმდა.

შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ მიიღო.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დღეს სხდომათა დარბაზში კენჭისყრის იმიტაციისას სასამართლომ დაადასტურა, რომ ხმის მიცემის დროს ამომრჩევლის ნების ფარულობა ირღვეოდა.

„რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოითხოვეს, ყველაფერი გაუქმდა. დაახლოებით 30 საარჩევნო უბანი იყო. სასამართლომ დაადასტურა, რომ ფარულობა ირღვეოდა”, – განუცხადა „ინტერპრესნიუსს” მოსამართლემ.

ფოტო: ინტერპრესნიუსი

თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა – მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საიას სარჩელი დააკმაყოფილა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g