LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კიდევ ერთი ტრაგედია.. აკო მორიდებული, სწავლის მოყვარე, კონკურსებში გამარჯვებული იყო..“ – მარტვილში ავარიის დროს დაღუპულ მოზარდს სკოლის დირექტორი ემოციური პოსტით ემშვიდობება

233
ფორტუნა - 2023-08-18T131538.399

მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში, ჭადრების ხეივანში ველოსიპედით სახლში მიმავალ მოზარდს, აკო ჯაიანს მანქანა დაეჯახა. მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა სამართალდამცველების მიერ დაკავებულია ავტომობილის მძღოლი. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მოზარდის გარდაცვალებას სალხინოს საჯარო სკოლის დირექტორი ნუნუ სილაგავა ეხმაურება სოციალურ ქსელში.

„ტკივილი.. ტკივილი გაუსაძლისი.. ტკივილი უსაშველო.. დედის კივილით კიდევ ერთხელ ახდილი ცა.. კიდევ ერთი ტრაგედია.. კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა ჭადრების ხეივანში და მსხვერპლი ჩვენი სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე აკო ჯაიანი.

აკო მორიდებული, ზრდილობიანი, სწავლის მოყვარე, კონკურსებში გამარჯვებული, გარშემომყოფთა პატივისმცემელი, ბესიკ ხულორდავას სახელობის სტიპენდიატი იყო და კიდევ უამრავი რამ, რაც მას ღირსებას მატებდა. ძალიან ძნელია წარსულ დროში აკოზე საუბარი, ძნელზე ძნელია..“. – წერს სკოლის დირექტორი.

 

ტკივილი… ტკივილი გაუსაძლისი… ტკივილი უსაშველო….კიდევ ერთხელ ახდილი ცა დედის კივილით…კიდევ ერთი ტრაგედია… კიდევ…

Posted by ნუნუ სილაგავა on Thursday, August 17, 2023

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები