თბილისში, მოხალისეებისა და საზოგადოებრივი აქტივისტების ძალისხმევით, ქუჩაში მცხოვრები კიდევ ორი ადამიანი თავშესაფრით იქნა უზრუნველყოფილი. ერთის ნაცვლად ორი საცხოვრებელი კონტეინერის დამონტაჟება მოქალაქეების აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. აღნიშნულ ინფორმაციას მოხალისე და საზოგადოებრივი აქტივისტი, აკა სინჯიკაშვილი ავრცელებს სოციალურ ქსელში.
აქტივისტი მოქალაქეებს მიმართავს, ღია ცის ქვეშ დარჩენილი ადამიანების შესახებ ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიაწოდონ დამხმარე ჯგუფებს.
„საღამოს კარგი ამბები ![]()
![]()
ერთის ნაცვლად ორი საცხოვრებელი კონტეინერი დავდგით და კიდევ ორი ადამიანი აღარ დაიძინებს ქუჩაში ![]()
თავისი ოთახი, საჭმელი და ტანსაცმელი ექნებათ ![]()
სულ, თბილისში 6 ადამიანი დაგვრჩა გარეთ. მათ გარდა, ვისთანაც კონტაქტი შეუძლებელია, მათი ფსიქიკური მდგომარეობის გამო. მათი რამით დახმარება, სამწუხაროდ მართლა შეუძლებელია ![]()
ამათ, ყველას, თქვენი მოწერილით და დარეკილით ვპოულობთ და ასევე თქვენთან ერთად ვეხმარებით. თუ იქვე დახმარებას ვერ შეძლებთ ხოლმე, არ დაგეზაროთ და დამირეკეთ ან მომწერეთ, როცა დაინახავთ რომ გვიან ღამით, ქუჩაში ადამიანს სძინავს. ჯერ ისევ სიცივეა და ჩათვალეთ, ადამიანს გადაარჩენთ
ამათთვის, საწოლზე ძილი რამდენს ნიშნავს არ იცით ![]()
ყველას, ძალიან დიდი მადლობა დახმარებისთვის![]()
