„ამ ღამით კიდევ ორი ზარი იყო, ერთი ვაჟას ძეგლის მიმდებარე კორპუსებიდან და მეორე – „ვაგზალი-აეროპორტის“ ავტობუსის მგზავრისგან“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პროფესორ გიორგი გახელაძის მეუღლე, ირმა მალაციძე წერს.
პროფესორი, რომელიც გუშინ დაიკარგა, ოჯახი კვლავ ეძებს. ინტენსიურად ეძებენ დაკარგულს სამართალდამცველებიც.
ირმა მალაციძე ამბობს, რომ შეატყობინერს, თითქოს მისი მეუღლე ვაჟას ძეგლის, ასევე „ვაგზალი-აეროპორტის“ მიმდებარედ შენიშნეს, გადამოწმების შედეგად კი ინფორმაცია არ დადასტურდა.
„ამ ღამით კიდევ ორი ზარი იყო. ერთი ვაჟას ძეგლის მიმდებარე კორპუსებიდან და მეორე – „ვაგზალი-აეროპორტის“ ავტობუსის მგზავრისგან.
გვითხრეს, რომ ამ ტერიტორიაზეც და ავტობუსითაც მგზავრობდა მსგავსი აღწერილობის ადამიანიო. ვაჟაზე გავედით, მაგრამ ვერ ვიპოვეთ ვერავინ.
ავტობუსის შესახებ გადავეცი პოლიციას.
დღეს რამდენიმე ასეთი შემთხვევა იყო და არც ერთი არ დადასტურდა. მაინც ვაცნობე პოლიციას და გადაამოწმებენ ავტობუსს.
ქალი ამბობს, რომ მამაკაცი უცნაურად იქცეოდაო. თითქოს ნასვამი იყო“ – წერს ირმა მალაციძე.
ამ ღამით კიდევ ორი ზარი იყო. ერთი ვაჟას ძეგლის მიმდებარე კორპუსებიდან და მეორე – "ვაგზალი-აეროპორტის" ავტობუსის…
Posted by Irma Malatsidze on ხუთშაბათი, 20 ივნისი, 2024