კიევის დაცვა სტრატეგიული ამოცანაა და კიევი გაუძლებს, – წერს სოციალურ ქსელში უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლი.
როგორც ვალერი ზალუჟნი წერს ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე, დედაქალაქის დაცვას მასობრივად უერთდებიან ქალაქის მცხოვრებნი.
მისივე ინფორმაციით, დედაქალაქის დასაცავად ძირითადი დატვირთვა მოდის სახმელეთო ძალებზე და მათთან ერთად კიევს იცავენ სადესანტო-მოიერიშე, სპეციალური დანიშნულების და ტერიტორიული თავდაცვის ძალები და სხვა სამხედრო ფორმირებები.
კიევი გაუძლებს!, – აცხადებს ზალუჟნი.
ომი სამწუხაროდ, დიდხნიანი იქნება, მინიმუმ ერთი წელი – გენერალი ზაზა გოგავა
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.