კიევსა და ხარკოვში აეროდრომების და სამხედრო შტაბების დაბომბვას ოფიციალური უწყებები ადასტურებენ და აცხადებენ, რომ საზღვრის გასწვრივ საარტილერიო ცეცხლია გახსნილი.
ვრცელდება ცნობები, რომ ნულოვან წერტილში ასობით სამხედროა დაღუპული და არიან დაშავებულები. უკრაინაში, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.
კიევში ამ ეტაპზე სიმშვიდეა, თუმცა ქალაქში საკმაოდ ინტენსიურად გადაადგილდებიან ავტომობილები.
ცნობისთვის, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა გადაკვეთეს ხარკოვის მხრიდან უკრაინის საზღვარი და ოდესასა და მარიოპულში დესანტი გადასხეს. ვრცელდება ცნობები უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებით, სუმის ოლქსა და ხარკოვზე მასირებული სახმელეთო შეტევის დაწყების შესახებ.