LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიევი-თბილისს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა ზაფხულის სანავიგაციო პერიოდში აღდგება

90
1500632156

უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები – FlyUIA 2021 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან, საქართველოს მიმართულებით ფრენების დაწყებას აანონსებს.

სააგენტო „ავიანიუსის“ ინფორმაციით, ავიაკომპანიამ ის 50 მარშრუტი გამოაქვეყნა, რომელზედაც ოპერირებას FlyUIA 28 მარტიდან შეუდგება. აღნიშნულ სიაშია კიევი-თბილისი-კიევის მიმართულებაც.

შეგახსენებთ, ამ დროისათვის, უკრაინასა და საქართველოს შორის რეგულარული ფრენები არ სრულდება. საუბარია მხოლოდ მრავალჯერად ჩარტერულ რეისებზე, რომელსაც ავიაკომპანიები ერთი თვით ადრე ათანხმებენ. ყველა რეისი არის გამყვანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები