„კიევის მადონა მეტროში“ ნეაპოლის კათოლიკურ ეკლესიაში დახატეს. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეგრამ-არხზე ვრცელდება.
ფოტოზე უკრაინელი დედა-შვილი ტატიანა ბლიზნიაკი და მისი სამი თვის ქალიშვილი გამოსახული.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ორიგინალური ფოტოს ავტორი უნგრელი ფოტოჟურნალისტი ანდრას ფიოლდესია, ხოლო ნახატი დნეპრელმა მხატვარმა მარინა სოლომენნიკოვამ დახატა.