უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესია გრძელდება. ამ ფონზე, კვლავ გრძელდება საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ.
ამასთან, ბოლო რამდენიმე დღეა, ვრცელდება ინფორმაცია იმ ქართველი ექიმების შესახებ, რომლებიც უკრაინელ კოლეგებს ყველაზე რთულ მომენტში უდგანან გვერდში.
„ვაჟა ექიმი უკრაინაში მიფრინავს!..“
უკრაინელი ექიმების გვერდით არიან დავით და თეიმურაზ გოგისვანიძეებიც.
“ქართველი ექიმები, დავით გოგისვანიძე და მისი შვილი თემურაზ გოგისვანიძე კიევის საავადმყოფოში ათეულობით დაჭრილს მკურნალობენ!
მამა-შვილი დაუღალავად იბრძვის უკრაინელი ხალხის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის!”, – სოციალურ ქსელში ერეკლე მაჭავარიანი.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.